საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია - საქართველოში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების ფუნქციონირება ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რგოლი გახდება

მედია და საზოგადოება 11 ოქტომბერი 2023
ბექა ოდიშარია - საქართველოში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების ფუნქციონირება ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რგოლი გახდება

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მონაწილეობა მიიღო ინტერნაციონალური მაარიფის თბილისის ახალი სკოლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.


ბექა ოდიშარიამ დამსწრე საზოგადოებას თურქეთის მაარიფის ფონდის ხელმძღვანელებს, პედაგოგებს და მოსწავლეებს ახალი სკოლის გახსნა მიულოცა. როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, საქართველოში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების დაარსება და ფუნქციონირება დიდი ინვესტიციაა ქვეყნის განათლების დარგში. ამასთან, ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე, რომელიც სწორი განათლების მიცემას და კვალიფიციური ახალგაზრდების აღზრდას გულისხმობს.


„განათლებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. საქართველოში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების ფუნქციონირება ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის, განათლების სფეროში, თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი გახდება. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ და მხარი დავუჭიროთ ასეთ პროექტებს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.


"ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები" საქართველოში თურქეთის სახელმწიფოს ეგიდით მაარიფის საერთაშორისო ფონდის ბაზაზე დაარსდა. ფონდი საგანმანათლებლო საქმიანობას 67 ქვეყანაში ეწევა, აქედან 51 ქვეყანაში 446 სკოლით.


თბილისის გარდა, მაარიფის ახალი სკოლა ხვალ გაიხსნება მარნეულშიც. აღნიშნული სკოლები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ევროპული სტანდარტის კამპუსებით. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ სკოლებში სწავლება მიმდინარეობს ქართული ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.


ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი; თურქეთის განათლების მინისტრის მოადგილე ომარ ფარუქ გიელქენჯი; სტამბოლის მაჟორიტარი დეპუტატი თუუბა იშიქ ერჯანი; თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი; მაარიფის ფონდის თავმჯდომარე ბიროლ აქგუნი; საქართველოში მაარიფის ფონდის ხელმძღვანელი ალი სედათ ასლანი; დიპლომატიური კორპუსის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, საერთაშორისო ფონდების, უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო წრეების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R