საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

მედია და საზოგადოება 28 აპრილი 2025
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა სხდომაზე განმარტა, კანონპროექტით განისაზღვრება ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების სამართლებრივი სტატუსი და შესაბამისად, გამოიყოფა სამი დეფინიცია: „ინოვაციური სტარტაპი“, „ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია“ და „კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია“.


„ინოვაციური სტარტაპი“ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირია, რომელიც აკმაყოფილებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსისთვის კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; „ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია“ - ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოებაა, რომლის გაწეული კვლევებისა და განვითარების ხარჯების მოცულობა წარმოადგენს იმავე ფინანსური წლისათვის კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების მოცულობის მინიმუმ 5%-ს, არანაკლებ 100,000 ლარისა და აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.


„კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის“ მიზანია კვლევებისა და განვითარების მომსახურების სტიმულირება და კერძო სექტორში მასზე წვდომის გაზრდა. აღნიშნული სტატუსი შეიძლება ერთჯერადად და უვადოდ მიენიჭოს პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.


ირაკლი ნადარეიშვილმა კომიტეტს კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა.


მისი განცხადებით, „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღებით ჩამოყალიბდება ფაქტორინგის განმსაზღვრელი და მომწესრიგებელი სამართლებრივი ჩარჩო, რაც ნათლად დაადგენს ფაქტორინგული ტრანზაქციის განხორციელების მოსალოდნელ სამართლებრივ და ფინანსურ შედეგებს; ჩამოაყალიბებს ფაქტორინგის მხარეების და მასთან დაკავშირებული სუბიექტების უფლებრივი და ვალდებულებითი დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს, გააჩენს ფაქტორინგის რეესტრის შექმნის, სტრუქტურირებისა და აღნიშნული რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებულ ინსტიტუციური ფუნქციების გამანაწილებელ სამართლებრივ ჩარჩოს, რაც უზრუნველყოფს ფაქტორინგის გარიგებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკების მაქსიმალურ მიტიგაციას.


პროექტის თანახმად, ჩამოყალიბდება ფაქტორინგის რეესტრი, შესაძლებელი გახდება ახალი სუბიექტის - ფაქტორინგული კომპანიის რეგისტრაცია.


​ფაქტორინგული პლატფორმის შექმნის შესაძლებლობის გაჩენით ხელი შეეწყობა აღნიშნული პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც ფაქტორინგის განხორციელებას შესაძლებელს გახდის ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიის გამოყენებით.


შედეგად, დაფინანსების მოპოვების მსურველი სუბიექტებისთვის გაჩნდება ფინანსების მოზიდვის კიდევ ერთი საშუალება ფაქტორინგის სახით, ხოლო საფინანსო სექტორში გაჩნდება კანონმდებლობით რეგულირებული ფინანსური მომსახურების გაწევის ახალი ფორმა.


კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან კონკურენციას შემოიტანს ფინანსურ ბაზარზე.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R