საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

პლენარული სხდომები 26 ივნისი 2026
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ გამოიფინა საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი ეგზემპლარი, რომელსაც 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა.

საქართველოს პარლამენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის პლენარულ სხდომათა დარბაზში 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი ვერსიის ზუსტი ასლები დარიგდა.

საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი ვერსიის ზუსტი ასლები, პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში პარლამენტში მოწვეულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ს, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს, ასევე, მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.


„პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ გამოფენილია 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი, რომელზეც პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის ყველა წევრის ხელმოწერაა. ეს ორიგინალი სახელმწიფო არქივში ინახება. ჩვენ ვთხოვეთ არქივს და გავაკეთეთ საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალის ზუსტი ასლი, რომელიც თქვენ დაგირიგდათ. ეს კონსტიტუცია ჩვენ სხვადასხვა თემას შეგვახსენებს. უპირველესად, შეგვახსენებს თავის შინაარსს და დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია კონსტიტუცია, რომელშიც საქართველოს ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი აღინიშნა. კონსტიტუციაში ამ განსაკუთრებული როლის ხაზგასმას შემდეგ, 2002 წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატის ხელმოწერა მოჰყვა. გარდა ამისა, კონსტიტუციის მიღება და ის პერიპეტიები, რომლებიც მის მიღებას უკავშირდებოდა, კერძოდ - 1995 წლის 25 აგვისტოს დაგეგმილი კონსტიტუციის ხელმოწერა, სახელმწიფო მეთაურზე მომხდარი ტერაქტის გამო ვერ შედგა. მაშინაც გარე ძალების ჩარევით, ქვეყნის შიგნით ხელების ფათურით და ადამიანების დაპირისპირების გარედან წაქეზებით გადაიდო კონსტიტუციაზე ხელმოწერა და შემდგომ, 1995 წლის 17 ოქტომბერს, ამ დარბაზში გაიმართა ხელმოწერის ცერემონია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

მსგავსი

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
25 ივნისი 2026

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R