საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს და ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 23 აპრილი 2024
დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს და ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს და მილი მეჯლისის ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე თაჰირ მირკიშილის შეხვდა.


„შეხვედრების ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განვიხილეთ. ვისაუბრეთ შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, გაზრდილი ტვირთების ტრანსპორტირების ფონზე და მზაობა გამოვხატეთ ხელი შევუწყოთ აღნიშნული დერეფნის ეფექტიანად ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტრატეგიული მდებარეობით, საშუალება გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეგიონების დასაკავშირებლად, დაინტერესებულ მხარეებს შევთავაზოთ გლობალურ ბაზრებთან დაკავშირება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე თაჰირ მირკიშილმა ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრა.


„შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მეგობრული, მოძმე ქვეყნები არიან და ჩვენს ერებს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. ვისაუბრეთ, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთად განხორციელებული ეკონომიკური პროექტების განხორციელებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე,” - აღნიშნა მილი მეჯლისის ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე თაჰირ მირკიშილმა.


​დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: გელა სამხარაული, ბეჟან წაქაძე, ირაკლი ზარქუა და გიორგი ხახუბია.


შეხვედრებს ესწრებოდა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R