საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი კატარის სახელმწიფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 16 სექტემბერი 2024
დავით სონღულაშვილი კატარის სახელმწიფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი კატარის სახელმწიფოს პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნების ეკონომიკური, კულტურული და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები. აღინიშნა საერთაშორისო ფორუმებსა და პლატფორმებზე ორ ქვეყანას შორის ხშირი თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობა.

 

სტუმრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კატარის სახელმწიფო და საქართველო იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალური მშვიდობის შენარჩუნებაში.

 

დავით სონღულაშვილმა მიმოიხილა საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო ურთიერთობები და მზადყოფნა გამოთქვა, თავისუფალი ვაჭრობის სფეროში აქტიური თანამშრომლობისთვის.

 

კომიტეტის თავმჯდომარე ასევე ერთობლივი ეკონომიკური ფორუმის გამართვის ინიციატივით გამოვიდა, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ერთმანეთს და განავითარონ საქმიანი კავშირები, რაც თავის მხრივ, ინვესტიციების გაზრდას შეუწყობს ხელს.

 

შეხვედრის ბოლოს ისაუბრეს პარლამენტებს შორის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაზე.

 

დავით სონღულაშვილმა კატარის დელეგაციას მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R