საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

მედია და საზოგადოება 27 ნოემბერი 2023
დავით სონღულაშვილი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

დავით სონღულაშვილმა, ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიორგი ზურაბაშვილთან ერთად, შეხვედრა გამართა ირლანდიის რესპუბლიკის შესყიდვებისა და ელექტრონული მმართველობის, კომუნიკაციებისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ოსიან სმიტთან. შეხვედრაზე მხარეებმა ცირკულარული ეკონომიკის ეფექტიანობაზე და ამ კუთხით ირლანდიური გამოცდილების თაობაზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაუსვეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობასა და მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მინისტრ ჯეკ ჩამბერთან. მასთან საუბრისას აღინიშნა, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის ლოგისტიკური და სატრანზიტო პოტენციალი. ასევე, აღინიშნა ყველა კატეგორიის ავტოტრანსპორტისთვის ქართული მართვის მოწმობების აღიარების მიმართულებით მიმდინარე მოლაპარაკებების პროგრესი.

ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ირლანდიის პარლამენტის ტრანსპორტის კომიტეტთან, საერთაშორისო ურთიერთობათა, წარმოებისა და ბიზნესის კომიტეტებთან. მათთან საუბრისას, ძირითადი აქცენტები გაკეთდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის მიერ დადებითი რეკომენდაციის მიცემის თაობაზე. ირლანდიელ ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრისას, დავით სონღულაშვილმა ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და მთავრობის მიერ შექმნილ მიმზიდველ ბიზნეს გარემოზე. ხაზი გაუსვა ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობას, როგორც ბიზნესისათვის დიდ ბაზრებთან წვდომის ხელსაყრელ ფაქტორს.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს ირლანდიელ ბიზნესმენთა დელეგაცია საქართველოს ეწვევა საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობის მიზნით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R