საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კატარის სახელმწიფოში იმყოფება

მეგობრობის ჯგუფები 21 მაისი 2024
დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კატარის სახელმწიფოში იმყოფება
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კატარის სახელმწიფოში იმყოფება.
 
ვიზიტის ფარგლებში ქართველი დეპუტატები შეხვდნენ კატარის სახელმწიფოს საკონსულტაციო საბჭოს (პარლამენტი) თავმჯდომარეს ჰასსან ბინ აბდულლაჰ ალ-გჰანიმს, საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამდა ბინთ ჰასან ალ-სულაითის, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე იუსეფ ბინ ალი ალ ჰათერს, ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, მოჰამენ ბინ იოუსეფ ალმანას და მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მოჰამმედ ბინ ფაჰდ ალ-მუსალლამს.
 
შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის თაობაზე. ასევე, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
 
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
 
კატარის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
 
შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ საქართველო-კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: გელა სამხარაული, ვიქტორ სანიკიძე, გოჩა ენუქიძე, ირაკლი ზარქუა, ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერაძე. ასევე, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R