საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრებს მართავს

მედია და საზოგადოება 22 აპრილი 2024
დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრებს მართავს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრებს მართავს.

დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს, რაშად ნაბიევს და მილი მეჯლისის აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„აზერბაიჯანი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენს ქვეყნებს აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ როგორც სავაჭრო დონეზე, ასევე სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტთან მიმართებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ორი ქვეყნის ერთობა „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საკომიტეტო დონეზე ამ საკითხებზე მსჯელობა. ეს არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს აქტიური ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას. შეხვედრებზე განვიხილეთ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დელეგაციის წევრები ხვალ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდებიან.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: გელა სამხარაული, ბეჟან წაქაძე, ირაკლი ზარქუა და გიორგი ხახუბია.

შეხვედრებს ესწრებოდა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R