საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მიგრაციის საკითხთა სამმართველოს საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

მედია და საზოგადოება 15 აპრილი 2025
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მიგრაციის საკითხთა სამმართველოს საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიგრაციის საკითხთა სამმართველოს საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.


საკითხი სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, საერთაშორისო მიგრანტების უდიდესი ნაწილი დასაქმების, განათლებისა და ოჯახის გაერთიანების მიზნით მიგრირებს. აღსანიშნავია, რომ გლობალური მიგრაციული პროცესების მიღმა, არც საქართველო დარჩენილა და საქართველოს შემთხვევაშიც ლეგალურ მიგრაციას, დასახელებული სამი ძირითადი მიზეზი აქვს. 


გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, შრომითი მიგრაციის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.


„დღეის მდგომარეობით, მთავრობამ უკვე მიაღწია გარკვეულ პროგრესს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისა და საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის გაფართოების კუთხით. კერძოდ, დროებითი შრომითი მიგრაციის მიმართულებით ხელშეკრულებები გაფორმებულია საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბულგარეთთან, ისრაელთან და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოსთან“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. მომხსენებელმა ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.


სხდომაზე თანამომხსენებელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა გიორგი ბუნტურმა სახელმწიფოს მხრიდან შრომითი მიგრაციის რეგულირებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.


მისი თქმით, 2013 წლამდე საქართველოში შრომითი მიგრაციის მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტი არ არსებობდა.


2013 წელს, სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმნა, 2015 წელს კი შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი შევიდა ძალაში, რითაც გარკვეული საკითხები დარეგულირდა. თუმცა, იმ პერიოდისთვის ეს კანონი საკმაოდ მშრალი იყო და მხოლოდ ემიგრაციის ნაწილს, ანუ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმების საკითხს მოიცავდა.


„2023 წლის პირველი სექტემბრიდან როგორც ემიგრაციის, ისე იმიგრაციის კუთხით შესაბამისი მექანიზმები შეიქმნა. კერძოდ, ეს შეეხება შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემას, რომელიც უნიკალური მექანიზმია და ხელს უწყობს ქვეყანაში აღნიშნული პროცესების დიგიტალიზაციას. აღნიშნული სისტემა აერთიანებს როგორც ემიგრაციის, ისე იმიგრაციის კუთხით მარეგულირებელ მექანიზმებს“, - განაცხადა გიორგი ბუნტურმა.


დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ წარმოდგენილი ინფორმაცია დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კომიტეტი სხვადასხვა საკითხებზე წლებია აქტიურად თანამშრომლობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, განსაკუთრებით შრომითი მიგრაციის სამმართველოსთან. 2023 წელს სწორედ კომიტეტის აქტიური ჩართულობით განხორციელდა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R