გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, ქალაქ თბილისში ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
მედია და საზოგადოება 30 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წყალდაცვითი ზოლებისა და ფიტოსანიტარიული საკითხების ურთიერთმიმართების საკითხი განიხილეს, რომელიც მცენარეთა დასაცავად ჩასატარებელი ღონისძიებების განხორციელებისთვის
არის აუცილებელი.
შეხვედრისას აღნიშნეს, რომ საჭიროა კანონმდებლობის შემდგომი დახვეწა, რაც ურბანულ სივრცეებში ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების საკითხებს ახლებურად და თანამედროვე სტანდარტებით მოაწესრიგებს.
