საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გენადი მარგველაშვილი: ახალგაზრდობამ ზუსტად და მკაფიოდ უნდა იცოდეს იმ დიდი მეცნიერების ცხოვრებისეული ასპექტები, რომლებმაც ჩვენს ალმა მატერს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფუძველი ჩაუყარეს

მედია და საზოგადოება 06 თებერვალი 2020
გენადი მარგველაშვილი: ახალგაზრდობამ ზუსტად და მკაფიოდ უნდა იცოდეს იმ დიდი მეცნიერების ცხოვრებისეული ასპექტები, რომლებმაც ჩვენს ალმა მატერს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფუძველი ჩაუყარეს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი მეცნიერის, მსოფლიოში სახელგანთქმული ფიზიოლოგის, ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის „ივანე ბერიტაშვილი - კიდევ ერთი ცდა/უცნობი ისტორიები ცნობილ მეცნიერზე“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.

წიგნის ავტორები არიან ნინო კაკულია და მერაბ ცაგარელი. დღევანდელი ღონისძიებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიუბილეო კვირეული გაიხსნა. 

„ასეთი გამოცემები ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. განსაკუთრებით კი ახალგაზრდობამ ზუსტად და მკაფიოდ უნდა იცოდეს იმ დიდი მოღვაწეების, იმ დიდი მეცნიერების ცხოვრებისეული ასპექტები, ცხოვრების ფრაგმენტები და გათენებული ყველა იმ ღამის შესახებ, რომლებმაც ჩვენს ალმა მატერს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფუძველი ჩაუყარეს. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს იყო ნიჭის აფეთქება. ჩვენ ყველა მიმართულებით გვყავდნენ ძალიან ძლიერი მეცნიერები. თითოეული მათგანის შესახებ უნდა გამოვცეთ წიგნიც და გადავიღოთ ფილმიც, რათა მათი პოპულარიზაცია მოხდეს და ახალგაზრდები მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობას უკეთ გაეცნონ. სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ამ მაგალითების გაცოცხლებას და გაძლიერებას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R