საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ჩაკვეტაძემ ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისა და დიასპორის პროგრამაში ჩართული მასწავლებლების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 25 Apr 2026
გიორგი ჩაკვეტაძემ ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისა და დიასპორის პროგრამაში ჩართული მასწავლებლების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისა და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ქართული ენის კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათის პროექტი შექმნეს. 

დიასპორის პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება. 2025 წელს პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმა ,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის’’ რომელიც 82 ქვეყანაში მცხოვრებ 3080-მდე მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას დისტანციურად ჩაერთოს სასწავლო პროცესში.

ამავე პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ღირებულებითი განათლების კლუბების კომპონენტი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს ხელშეწყობით სასულიერო პირები უძღვებიან.

ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და დიასპორის პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ. 

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 Jul 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 Jul 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 Jul 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R