საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

მედია და საზოგადოება 01 ივლისი 2026
გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

კონცერტზე წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის 17 უნიკალური ნიმუში, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად შესრულდა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდს ჩვენს თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

„ეს ანსამბლი ჩვენი თანამედროვე კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მისი შექმნის იდეა და შინაარსი იმ ეროვნულ მიზანს ემსახურება, რომლის განხორციელებაზეც წლების განმავლობაში ვმუშაობდით.

თუ ისტორიულ პარალელს გავავლებთ, სალოტბარო
სკოლების შექმნის შემდეგ, ამ ანსამბლის ჩამოყალიბება, თავისი მნიშვნელობით, მე-19 საუკუნეში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების ტოლფას მოვლენად შეიძლება შეფასდეს. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მოძრაობა, რომელიც ქართულ ტრადიციულ მუსიკას იცავს, ავითარებს და მომავალ თაობებს გადასცემს“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს 50 ქალაქში მოქმედი სალოტბარო სკოლები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევენ, სრულიად უსასყიდლოდ შეისწავლონ ქართული ხალხური სიმღერა და გალობა.

„ეს არის ინვესტიცია ჩვენს კულტურულ იდენტობასა და ეროვნულ მომავალში.

განსაკუთრებული მადლობა გიორგი დონაძეს, რომელიც ამ ეროვნული მნიშვნელობის პროცესს ხელმძღვანელობს. მას აქვს იშვიათი უნარი — გააერთიანოს ადამიანები საერთო მიზნის გარშემო. სწორედ ასეთი ლიდერების ძალისხმევით იქმნება მნიშვნელოვანი ეროვნული საქმე.

იყო დრო, როდესაც ქართული ხალხური სიმღერა გადაშენების საფრთხის წინაშე იდგა. სწორედ ანზორ ერქომაიშვილმა, „მართვეთა მოძრაობის“ ჩამოყალიბებით, საფუძველი ჩაუყარა იმ პროცესს, რომელმაც ქართულ ტრადიციულ მუსიკას ახალი სიცოცხლე შესძინა.

მოგვიანებით, სალოტბარო სკოლების დაარსებით, ეს მოძრაობა კიდევ უფრო გაფართოვდა და დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ვითარდება.

ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მაქვს პატივი, ვიყო ამ დიდი ოჯახის წევრი, თქვენი თანამოაზრე და თანამებრძოლი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ქართული ხალხური სიმღერა და გალობა მომავალ თაობებს კიდევ უფრო მტკიცედ და ღირსეულად გადაეცემა“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

მსგავსი

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
30 ივნისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, ქალაქ თბილისში ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
30 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, ქალაქ თბილისში ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R