გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ანნ მონტავონის და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ახალ დესპანს კავკასიაში, ანიეს ქოთუსის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარებმა საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლოდ გეგმები დასახეს.
„უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ახალ რეგიონულ ლიდერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებსაც საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმ ოჯახებისათვის, ვინც ომების პერიოდში ახლობლები დაკარგა. ძალიან დიდი საქმეა გაკეთებული იმით, რომ ბევრ ოჯახს დაუბრუნდა დაღუპულთა ნეშტი ათეული წლების შემდეგ. ვიმსჯელეთ ასევე ორგანიზაციულ საკითხებზე, თუ როგორ გავაგრძელოთ მომავალში ამ მიმართულებით მუშაობა“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ გიორგი ვოლსკიმ.
