საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 06 ივნისი 2026
მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ კონკურსის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პროექტი „განათლება მწვანე მომავლისთვის“ მიზნად ისახავს სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მხარდაჭერასა და წახალისებას, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვებში გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

„მომავალი თაობების გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებაში, მშობლებთან ერთად,  განსაკუთრებული როლი მასწავლებლებს ეკისრებათ. დღეს, როდესაც გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება და გლობალური გამოწვევები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. მადლობა  თითოეულ მასწავლებელს და განათლების სფეროს წარმომადგენელს ამ მნიშვნელოვანი მისიის ერთგულად შესრულებისთვის. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სახელით, მზადყოფნას გამოვხატავთ,  მომავალშიც აქტიურად დავუჭიროთ  მხარი გარემოსდაცვითი განათლების ხელშემწყობ ინიციატივებს, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ პროექტებსა და იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა მაია ბითაძემ.

2026 წლის კონკურსში  6 გამარჯვებულს სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები  გადაეცა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გადამზადებულია 4 000-მდე სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი და 8 000-მდე დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.


დაჯილდოების ცერემონია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მუნიციპალიტეტებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R