საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძემ სამეცნიერო კონფერენციის – „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 13 ივნისი 2025
გივი მიქანაძემ სამეცნიერო კონფერენციის – „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას გივი მიქანაძემ კრიმინოლოგიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში კრიმინოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის განვითარებაზე და ქართველ მეცნიერებზე, რომლებმაც ამ დარგს ჩაუყარეს საფუძველი.

„კრიმინოლოგია სამართლის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და მნიშვნელოვანი დარგია. ის სიღრმისეულად შეისწავლის დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს, დამნაშავის ქცევას და გარემო ფაქტორებს. კრიმინოლოგიური ანალიზი მნიშვნელოვანია დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის დასაგეგმად.
კრიმინოლოგია უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ დანაშაულის აღწერას - ის ცდილობს გააანალიზოს მიზეზები, გამოავლინოს კანონზომიერებები და შესთავაზოს საზოგადოებას ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფექტურ პრევენციასა და ჰუმანურ მართლმსაჯულებაზეა დაფუძნებული.
მნიშვნელოვანი და ამავდროულად საპასუხისმგებლოა ის საკითხი, რომ მემკვიდრეობა, რომელიც დარგში მოღვაწე მეცნიერებმა დაგვიტოვეს, გაგრძელდეს ისეთივე წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და კვლევაზე დაფუძნებული მიდგომებით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კონფერენციაზე, რომელშიც საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მკვლევრები, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობენ, განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ტრანსნაციონალური დანაშაულის ახალი ფორმები, კიბერდანაშაულისა და ნარკოტრეფიკის გლობალური საფრთხეები, „ქოლ-ცენტრების“ სამართლებრივი შეფასება, საერთაშორისო უსაფრთხოება, ფულის გათეთრება, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.


კონფერენცია დასრულდება გაეროს „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ კონვენციის ეფექტური განხორციელების მხარდამჭერ სამოქალაქო საზოგადოების დეკლარაციასთან მიერთებით.


მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში იმართება და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნას ეძღვნება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია და გაეროს ECOSOC-ის კონსულტაციური სტატუსის მქონე ორგანიზაციები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R