საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძემ ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

მედია და საზოგადოება 06 Dec 2022
გივი მიქანაძემ ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამართლის სფეროში მოღვაწე ექსპერტების, სპეციალისტების და პოლიტიკოსების მონაწილეობით, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციები იმართება.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ, საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ მომავალი იურისტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.


პარლამენტის წევრმა სტუდენტებს ის სიახლეები გააცნო, რომლებიც ღია მმართველობის კუთხით არის დანერგილი და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის კუთხით განხორციელდა.


გივი მიქანაძემ ახალგაზრდებთან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებით განხორციელდა და მიზნად ისახავს სტაჟირების ახალი წესის დამკვიდრებას და სტაჟირების სამუშაო სტაჟად ჩათვლას ითვალისწინებს.


მანვე სტუდენტებს ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.


პარლამენტის წევრსა და სტუდენტებს შორის გამართული შეხვედრა ინტერაქციულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


​ახალგაზრდებმა გივი მიქანაძეს სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს და გამართული შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 Jul 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 Jul 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R