გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა.
პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში პარლამენტის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრისას ახალგაზრდებმა განათლების რეფორმასთან, ახალგაზრდების დასაქმების პროექტებსა და პარლამენტში სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს.
„სოფელ აფენის სკოლის მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე და მუნიციპალური და რეგიონული საკითხების გადაწყვეტის პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. შეხვედრაზე მოსწავლეები ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის, პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების, დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის, ქართველ მიგრანტთა სამშობლოში დაბრუნების საკითხებით და განათლების პროგრამებით დაინტერესდნენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
