ირაკლი ბერაია და გივი მიქანაძე დაზვერვისა და უსაფრთოხების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, სკოტ ბრეის შეხვდნენ

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწეს დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში სკოტ ბრეის შეხვდნენ.
შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და ნატო-ს შესაბამის სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის მიმართულებები წარმოადგენდა.
საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, 21-22 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელ პირებთან.
