საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა

მედია და საზოგადოება 05 ივნისი 2026
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილა.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდის რეალურმა მაჩვენებელმა 7.5% შეადგინა. მთლიანმა შიდა პროდუქტმა ნომინალურ გამოხატულებაში 104 მილიარდ 598 მილიონ ლარს მიაღწია, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 28 235 ლარია. ინფლაციის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 4% შეადგინა.

მომხსენებელმა ეკონომიკური ზრდის ფაქტორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთ მიშვნელოვან როლს საგარეო სექტორი ასრულებს.

გიორგი კაკაურიძის თქმით, 2024 წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა 10,3%-ით არის გაზრდილი და 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, შემოსავლების ნაერთი ბიუჯეტი 100,7%-ით შესრულდა და 28 მილიარდ 468 მილიონ ლარს გადააჭარბა. ასევე გადაჭარბებით, 100,8%-ით არის შესრულებული სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, გიორგი კაკაურიძის თქმით, შესრულება იყო 99.2%, რამაც ნომინალურ მაჩვენებელში 27 მილიარდ 723 მილიონი ლარი შეადგინა.

მომხსენებელმა მხარჯავი უწყებების მიხედვით გამოყოფილი თანხების ათვისებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად ერთნაირია და 95%-დან 100%-მდე მერყეობს.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ათვისების მაჩვენებელი 100,3%-ია. უწყების მიერ 8 მილიარდ 976 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამ თანხიდან სოციალური პროგრამების მიმართულებით ათვისებულია 6 მილიარდ 327 მილიონი ლარი და ათვისების მაჩვენებელმა 100% შეადგინა.

ჯანდაცვის პროგრამების ნაწილში ათვისებულია 2 მილიარდ 154 მილიონი ლარი, რაც 100,7%-ს წარმოადგენს. დასაქმების სისტემის ნაწილში ათვისებულია 108 მილიონ 979 ათასი ლარი და შესრულებულია 99,9%-ით. იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის მიმართულებით 246 მილიონ ლარამდეა ათვისებული, 99,8%.

კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

საკითხი განსახილველად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ წარადგინა.

ცვლილების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შვილად აყვანის წესით განისაზღვრება შვილად აყვანის მსურველ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების ნუსხა, რომლითაც დასტურდება სტაბილური ოჯახური გარემოსა და ბავშვის სათანადო აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა და ამ დოკუმენტაციის წარდგენის პირობები.

პროცესის პირველ ეტაპზე - შვილად აყვანის მსურველი პირის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის დროს და მომდევნო ეტაპზე - შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის გაცხადებისას, მინისტრის ბრძანებით დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაძლებელი იქნება დადგინდეს მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა, რაც სხვა გარემოებებთან ერთად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზანს ემსახურება.

გარდამავალი რეგულაციების სახით, კანონპროექტი ცვლილების ამოქმედების დროისთვის მშვილებელთა რეესტრში აღრიცხულ პირებზე ახლებური მიდგომის გავრცელების თავისებურებებსაც ითვალისწინებს.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, პროექტის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

მაია ბითაძემ საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

მაია ბითაძემ საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სამართალდამცავი უწყებების უმაღლესი სწავლების უწყებათაშორისი აკადემიის დირექტორს შეხვდა
05 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სამართალდამცავი უწყებების უმაღლესი სწავლების უწყებათაშორისი აკადემიის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R