ქეთევან კვინიკაძე სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
აპარატი 02 ოქტომბერი 2023

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ქეთევან კვინიკაძე სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის გენერალურ მდივანს ურშულა ზორე ტავჩარს შეხვდა.
მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით მიღწული შედეგების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
ქეთევან კვინიკაძემ და ურშულა ზორე ტავჩარმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარლამენტების აპარატის თანამშრომლების გაცვლითი ვიზიტები ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
ურშულა ზორე ტავჩარი საქართველოში ვიზიტით იმყოფება სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტი) დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩი ხელმძღვანელობს.
