საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

მედია და საზოგადოება 03 დეკემბერი 2025
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

„წლევანდელი ბიუჯეტი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით გვქონდა დაგეგმილი, თუმცა, 10 თვის წინასწარი მონაცემებით, 7.6%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდაა. შესაბამისად, განახლებული პროგნოზი წარმოვადგინეთ, რომელიც წელს 7,2%-იან ზრდას ითვალისწინებს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, განახლებული პროგნოზით, წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 104 407 მილიონი ლარი იქნება.

მისივე ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი 222,6 მილიონი ლარით იზრდება და 32 133,5 მილიონი ლარით განისაზღვრება.

საგადასახადო შემოსავლები 200,0 მილიონი ლარით იზრდება და 25 505,0 მილიონი ლარია. გრანტები და სხვა შემოსავლები 401,2 მილიონი ლარით იზრდება.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 22,7 მილიონი ლარით იზრდება და 27 583,5 მილიონ ლარს შეადგენს.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, შემოსავლების ნაწილში ზრდა 381 მილიონი ლარია. შემოსავლების მთლიანი მაჩვენებელი 23 816 მილიონი ლარით განისაზღვრება.

საგადასახადო შემოსავლები 55 მილიონი ლარით იზრდება, სხვა შემოსავლების ნაწილში ზრდა 340 მილიონი ლარია.

წარმოდგენილი ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 27 952.9 მილიონი ლარია და დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 11.2 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

მომხსენებლის ინფორმაციით, საბიუჯეტო ასიგნებები შემდეგი მიმართულებებით იცვლება:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 133 მილიონი ლარით და განისაზღვრება 8 953,0 მილიონი ლარით. მათ შორის, 195 მილიონი ლარი დამატებით არის გამოყოფილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 248,3 მილიონი ლარით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი - 110 მილიონი ლარით, სპორტის სამინისტროს დაფინანსება კი - 32 მილიონი ლარით.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, გარკვეულ უწყებებში ასიგნებები შემცირდება. მათ შორისაა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის დაფინანსება 11,0 მილიონი ლარით მცირდება, რაც, ძირითადად, სავალუტო კურსის გამყარების შედეგად ეკონომიას უკავშირდება.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გამოყოფილი ასიგნებები, სავალუტო კურსის გამყარების შედეგად ეკონომიის გათვალისწინებით, 100,0 მილიონი ლარით მცირდება.

„საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი ცვლილება ბიუჯეტის შემოსულობებსა და ხარჯებში არ არის. თანხები სტრუქტურულად არის გადანაწილებული. ბიუჯეტის დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2,5%-ის დონეზეა შენარჩუნებული, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი - 34,1%-ზე“, - განაცხადა მომხსენებელმა.

ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის კომიტეტების წევრებმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დადებითად შეაფასეს და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R