საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს

მედია და საზოგადოება 30 Mar 2026
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ანგარიშები.

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საქმიანობის ანგარიში კონსერვატორიის რექტორმა გიორგი ვაჩნაძემ წარადგინა.

მისი თქმით, კონსერვატორია საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. როგორც რექტორმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ 2025 წელს კონსერვატორიამ პირველად მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია და მოიპოვა ინგლისურენოვანი პროგრამების განხორციელების უფლება.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და არსებულ გამოწვევებზე. მისი თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმის მიუხედავად, კონსერვატორიაში საბაკალავრო პროგრამა 4-წლიან ფორმატში შენარჩუნდა.

სხდომაზე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობის ანგარიში უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა წარადგინა.

მომხსენებელმა უნივერსიტეტის ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია მსოფლიოში.

გიორგი შალუტაშვილმა საგანმანათლებლო პროგრამებზე, საგამომცემლო საქმიანობასა და საერთაშორისო პარტნიორობაზე ისაუბრა.

მან განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო პროექტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქართველ თეატრისა და კინოს რეჟისორებზე წიგნი გამოიცემა და ის მსოფლიოში არსებულ უმაღლეს სახელოვნებო სასწავლებლებში განთავსდება.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ქვეყნისთვის სამხატვრო აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა მიმოიხილა და ყურადღება აკადემიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.

გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საქმიანობაზე უნივერსიტეტის პრორექტორმა თათია ჩხეიძემ ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტმა 2023 წელს მოიპოვა ავტორიზაცია და უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ახორციელებს. მისივე ინფორმაციით, ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა 4 წლიანია, სამაგისტრო საფეხურზე - 2 წლიანი.

მომხსენებლის თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი ახალ შენობაში გადადის.

თათია ჩხეიძემ საუნივერსიტეტო აქტივობებზე, სტუდენტურ ექსპედიციებსა და საერთაშორისო პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია არსებულ გამოწვევებზე ღიად საუბარი და მათი განხილვა. ასევე, პრობლემების დროულად მოგვარებისთვის აუცილებელია მხარეებს შორის დიალოგი.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R