საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

მედია და საზოგადოება 30 ივნისი 2025
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტის მიერ 2023 წელს მიღებული ახალი კანონის შესაბამისად, სამსახურის საქმიანობა სრულად შეესაბამება ევროპული მონაცემთა ბაზის ზოგად რეგულაციებს.

მისივე თქმით, განახლებული კანონმდებლობა სამსახურს შესაძლებლობას აძლევს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება აწარმოოს როგორც საჯარო და კერძო სექტორში, ასევე შეისწავლოს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვას და მათი დარღვევის საკითხებს შეეხება.

„საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეთა განცხადებების და გეგმური ინსპექტირების ფარგლებში ასობით საქმე იქნა შესწავლილი. აღნიშნული საქმეები პაციენტთა უფლებებს, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს, დისციპლინარული წარმოების პროცესში მხარეთა უფლება-მოვალეობებს და მხარეთა მონაცემების დაცვას, ასევე საგადასახადო ვალდებულებების მქონე პირების, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი პირების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და მათ შორის, ბავშვების პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხებს შეეხებოდა“, - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

მისივე თქმით, შესწავლილ საქმეებზე სამსახურმა შესაბამისი რეკომენდაციები და დავალებები მოამზადა და დაინტერესებულ პირებს გადასცა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა სამსახურის მიმართ მიმართვიანობის გაზრდილ სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების ცნობიერების გაზრდის შედეგად, მოქალაქეების მიერ განცხადებების და საჩივრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

სამსახურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ლელა ჯანაშვილმა ერთ-ერთი კონკრეტული საკითხის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში სამსახურს განცხადებით და შეტყობინებით 600-მდე პირმა მიმართა. საქმე შეეხებოდა მათ მფლობელობაში არსებულ სატელეფონო ნომერზე მათი თანხმობის გარეშე მარკეტინგული შინაარსის შეტყობინებების მიღებას.

„სამსახურის მიერ გატარებული შრომატევადი სამუშაოების შედეგად 165 პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა, 11 პირზე გაიცა გაფრთხილება, ხოლო 154 პირი დაჯარიმდა და ჯარიმის საერთო ოდენობამ 300 ათასი ლარი შეადგინა“, - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

სამსახურის უფროსმა უწყების მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საქმიანობის შესახებაც ისაუბრა. მათ შორის, კონსულტაციებზე, მოქალაქეთა წერილობითი კორესპონდენციების რეაგირების მექანიზმებსა და დაინტერესებულ პირებთან მონაცემთა დაცვის ოფიცრების და იურისტების შეხვედრების თაობაზე.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ლელა ჯანაშვილმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

დეპუტატებმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
09 ივნისი 2026

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R