კონფლიქტების მართვა
სასწავლო ცენტრი 30 ივლისი 2024

30 ივლისს პარლამენტის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე "კონფლიქტების მართვა". ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოლოგი, პარლამენტის სასწავლო ცენტრის შიდა ტრენერი, ზურაბ მხეიძე.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისათვის კონფლიქტების მართვის პრინციპებისა და სტრატეგიების გაცნობას.
ტრენინგზე განიხილეს კონფლიქტის წყაროები და ტიპები. ასევე, ტრენერმა ყურადღება გაამახვილა "მე შეტყობინების" ტექნიკაზე, რომელიც ეფექტურია კომუნიკაციის დროს.
მონაწილეებმა შეისწავლეს სხვადასხვა ქცევის სტრატეგიები, რაც მათ დაეხმარება კონფლიქტის თავიდან აცილებაში როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში.
პარლამენტის სასწავლო ცენტრი მომავალშიც გეგმავს მსგავს თემებზე ტრენინგების ჩატარებას, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.