დამოუკიდებელი მუშაობა
სასწავლო ცენტრი 10 ოქტომბერი 2024

10 ოქტომბერს პარლამენტის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „დამოუკიდებელი მუშაობა“. ტრენინგს უძღვებოდა მაია ხმალაძე, სასწავლო ცენტრის მთავარი სპეციალისტი და შიდა ტრენერი.
ტრენერმა ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემშლელ ფაქტორებზე, მოტივაციის მნიშვნელობასა და გადაწყვეტილებების მიღების უნარების გაუმჯობესებაზე.
ტრენინგის მთავარი მიზანი იყო მონაწილეთა დამოუკიდებელი მუშაობისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარების გაუმჯობესება, ასევე მოტივაციის ამაღლება.