საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კულტურის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

მედია და საზოგადოება 11 თებერვალი 2025
კულტურის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
კულტურის კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, კულტურის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
 
კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, კომიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება: მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და საკანონმდებლო საქმიანობის კოორდინირება; კომიტეტისა და მისი წევრების მიერ კანონპროექტების ინიციირება; მთავრობის მიერ კულტურის სფეროში წარმოდგენილ კანონპროექტებზე მუშაობა; საზედამხედველო საქმიანობის წარმართვა; კანონის აღსრულების, ასევე დარგობრივი მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციების მუშაობის გასაუმჯობესებლად კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებისა და კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების ეფექტიანი მონიტორინგი; ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების შესახებ ნაკისრი ვალდებულებებით განსაზღვრულ აქტივობათა შესრულების ზედამხედველობა; ეფექტიანი ფინანსური ზედამხედველობის განხორციელება; აგრეთვე პრიორიტეტულ საკითხებზე საკომიტეტო მოკვლევებისა და მოსმენების ჩატარება; კომიტეტის საქმიანობისა და დარგობრივი მიმართულებით არსებული სიახლეების შესახებ კომუნიკაციის კიდევ უფრო გაუმჯობესება; დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირების გაზრდის მიზნით კომუნიკაციების გააქტიურება; კომიტეტის ღიაობის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა; ღია მმართველობის პრინციპების დაცვა, არასამთავრობო სამეცნიერო-აკადემიური, კერძო სექტორის, დარგობრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან დროული კომუნიკაცია და საკომიტეტო საქმიანობაში მათი ჩართულობის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა; საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებთან, მეცნიერებთან, ხელოვანებთან კომუნიკაცია და მათი ჩართვა კომიტეტის მიერ განხორციელებულ შესაბამის პროექტებში; საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან აქტიური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება; კომიტეტის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა; კომიტეტის შიდაორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება მისი მანდატით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის; კომიტეტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება, გარე ექსპერტული დახმარების ეფექტიანი გამოყენება.
 
„კომიტეტის ძირითადი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა და კულტურის სამინისტროსთან აქტიური კოორდინირებული მუშაობა იქნება, ასევე სამინისტროსთან თანამშრომლობა ყველა იმ ძირითად და მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით, რომელიც კულტურის სხვადასხვა დარგს აწუხებს და შესაბამისი პრობლემების გადაჭრისთვის იქნება საჭირო“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R