საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილი: „ჩვენ უნდა გავხსნათ ევროპული პერსპექტივები და შევქმნათ ახალი ფორმატები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში“

მედია და საზოგადოება 11 თებერვალი 2022
მაკა ბოჭორიშვილი: „ჩვენ უნდა გავხსნათ ევროპული პერსპექტივები და შევქმნათ ახალი ფორმატები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში“

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით ევროპარლამენტში, ბრიუსელში გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მონაწილეობდნენ.

 

სხდომაზე ევროკავშირი-საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

„უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების, კოვიდ-19-თან დაკავშირებული გამოწვევების, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების მიუხედავად, საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ახორციელებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საჭირო დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების ფართო სპექტრს. ჩვენ გვსურს სრულად გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმების უზარმაზარი პოტენციალი. ამისთვის კი მზად ვართ ევროკავშირთან ეტაპობრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის, მათ შორის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის, ახალ დონეზე ასაყვანად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში პარლამენტის როლსა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.

 

საქართველოს დელეგაციამ დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაციასა და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის საკითხებზე; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

 

კომიტეტის სხდომის ფარგლებში ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის პროცესზე.

 

განიხილეს საქართველოს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და პერსპექტივები, ასევე, გარემოს დაცვისა და ევროპის „მწვანე შეთანხმებასთან“ დაკავშირებული საკითხები.

 

„ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მხოლოდ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობები საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა გავხსნათ ევროპული პერსპექტივები და შევქმნათ ახალი ფორმატები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში. ამისათვის ჩვენ სხვადასხვა დონეზე ექსპერტულ და პოლიტიკურ დიალოგს უნდა შევუწყოთ ხელი. დიალოგის გაძლიერების საჭიროება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა დაისახა მიზნად და 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განცხადების გაკეთების გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მოხსენებით წარდგნენ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები.

 

ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

 

სხდომაზე გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხეს.

 

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მორიგ სხდომას თბილისში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამართავს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R