საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ჯაში: დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევით ყინული დაძრულია - დიალოგი შესაძლოა განახლდეს

27 თებერვალი 2020
მარიამ ჯაში: დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევით ყინული დაძრულია - დიალოგი შესაძლოა განახლდეს

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დღეს დილით გამართული შეხვედრის შემდეგ, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ დიპლომატიური კორპუსის უდიდესი ძალისხმევით ყინული დაძრულია და შესაძლებლობა ჩნდება, რომ ფორმალური დიალოგი საარჩევნო სისტემაზე განახლდეს.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ქალბატონ ელიზაბეტ რუდს, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს ბატონ კარლ ჰარცელს და გერმანიის ელჩს საქართველოში ბატონ ჰუბერტ ქნირშს.

სწორედ დიპლომატიური კორპუსის, ჩვენი ქვეყნის მეგობრების დამსახურებაა, რომ შესაძლებელია საარჩევნო სისტემაზე დიალოგი განახლდეს.

დღეს იყო ახალ შემოთავაზებებზე საუბარი და მსჯელობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, თუმცა რომელიმე კონკრეტული, საბოლოო პოზიციის გაჟღერება ჯერ ძალიან ნაადრევია.

დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილის საერთო პასუხისმგებლობაა, რომ არც ერთი პრინციპული პოზიცია არ დაფიქსირდეს, ვიდრე დიალოგის ფორმალურ მაგიდაზე არ იქნება კონკრეტული წინადადება შეთავაზებული.

წინასწარ გაჟღერებულმა ნებისმიერმა არასწორმა ინფორმაციამ შეიძლება დააზიანოს დიალოგი.

დიალოგის დაზიანება კი ნიშნავს, რომ პოლიტიკური კონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე ვერ შედგება და ჩვენი ქვეყანა მომდევნო 4-5 წლის მანძილზე დარჩება მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობის რისკის ქვეშ,” - აცხადებს მარიამ ჯაში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R