საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 22 Feb 2026
მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


მარიამ ლაშხმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დემოგრაფიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.


„ოჯახი სახელმწიფოს განვითარების ფუნდამენტია. სწორედ ამიტომ, დემოგრაფიული პოლიტიკის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი მხარდაჭერის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებასა და სახელმწიფო პროგრამების დახვეწაზე იმუშავებს“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ. 


დასკვნით ღონისძიებაზე გამარჯვებულები 4 საკონკურსო ნომინაციაში დაჯილდოვდნენ: საუკეთესო ახალგაზრდული ესე, საუკეთესო მხატვრული ნამუშევარი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი და საუკეთესო ინიციატივა საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს.


ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ პროექტში გამარჯვებული უნივერსიტეტები.


მადლობის სიგელები უნივერსიტეტების წარმომადგენლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა გადასცა. 

საკონკურსო პროექტი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 23 უმაღლესი სასწავლებელი, კოლეჯი, ახალგაზრდული ცენტრი და რამდენიმე დიასპორული ორგანიზაცია მოიცვა.


უნივერსიტეტებში გამართულ საჯარო შეხვედრებს 2000-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო. კონკურსში მონაწილეობა 320-მა სტუდენტმა მიიღო.


ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით განხორციელდა, დასრულდა.


პროექტი  რეგიონული ახალგაზრდული ცენტრებისა და დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობით გაგრძელდება და 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს დასრულდება.


ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური სფეროს, დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები  და სტუდენტები ესწრებოდნენ.
​

პროექტი ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში და თბილისის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 Jun 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 Jun 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R