საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მედია და საზოგადოება 24 თებერვალი 2026
ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.


მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისისა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები.


შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის უდიდეს მნიშვნელობას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პროცესში.


მხარეებმა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ - მათ შორის, ნავთობსადენის, გაზსადენისა და რკინიგზის პროექტებზე ისაუბრეს.


საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ახალი და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროექტები იყო, რომლებმაც სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს უნდა დააკავშირონ.


აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისა და მოლოდინების შესახებ ისაუბრა.


შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს, მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, ირანის ირგვლივ განვითარებული პროცესები და სირიაში არსებული ვითარება.


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება.


დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დავით დოლიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R