საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე: ვხედავთ დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნის მცდელობებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება

მედია და საზოგადოება 30 ივნისი 2025
ნიკოლოზ სამხარაძე: ვხედავთ დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნის მცდელობებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს, რომელიც პორტუგალიის ქალაქ პორტოში მიმდინარეობს.

სესიის ფარგლებში პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების, ეკონომიკის საკითხებისა და გარემოს დაცვის გენერალური კომიტეტების სხდომები გაიმართა.

ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების გენერალურ კომიტეტზე, სადაც ისაუბრა დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნის მცდელობებზე, რომლებიც მისი განცხადებით, უცხოეთიდან ფინანსდება. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად არ ეთანხმება იმ შეფასებებს, სადაც საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე.

„ამჟამად საქართველო არაერთი შიდა და გარე გამოწვევის წინაშე დგას. თითოეული ეს გამოწვევა განპირობებულია პირდაპირი თუ ირიბი უცხოური ჩარევის შედეგად. საქართველოს ტერიტორიების 20%, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ქვეყნის შიგნით კი ვხედავთ დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნის სასოწარკვეთილ მცდელობებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა უცხოური ძალები ცდილობენ ხელყონ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაც. ჩვენ მკაცრად არ ვეთანხმებით ზოგიერთი რეზოლუციის ჩანაწერს, საქართველოში მშვიდობიანი შეკრების, თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობაზე. საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების საუკეთესო მტკიცებულებაა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე ადამიანის მიერ ცენტრალური გამზირის გადაკეტვა თბილისში. ისინი ამას აკეთებენ მშვიდობიანად და ამიტომაც მათი უფლება დაცულია. მათ არავინ აწუხებს მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა არ არის საკმარისი ცენტრალური გამზირის გადასაკეტად.
რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობას, ეუთო-ს ბოლო ანგარიშშიც აღინიშნა, რომ საქართველოში გვაქვს მედია პლურალიზმი. მართალია პოლარიზებული, თუმცა პლურალისტული და დამოუკიდებელი მედია. რაც შეეხება ჩანაწერს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, ეს დაკავებები მოხდა ნოემბერ-დეკემბრის არეულობების გამო, რომლის დროსაც სამოცზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ერთ-ერთმა მათგანმა მხედველობა დაკარგა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. შესაბამისად, აშკარაა, რომ პოლიციელებს თავს დაესხნენ და საპროტესტო აქციები არ იყო მშვიდობიანი, არამედ ძალადობრივი. ამიტომაც ამ დანაშაულების ჩამდენები დაკავებულები არიან და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, არამედ ეს ადამიანები დააკავეს დანაშაულის ჩადენის გამო“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R