საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო გოგუაძემ დეზინფორმაციის საკითხებზე შექმნილი საერთაშორისო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 08 ნოემბერი 2019
ნინო გოგუაძემ დეზინფორმაციის საკითხებზე შექმნილი საერთაშორისო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ნინო გოგუაძემ დუბლინში, საერთაშორისო კომიტეტის გაფართოებულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტი დეზინფორმაციის და ყალბი ამბების გავრცელების საკითხებზე ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის პლატფორმას წარმოადგენს.

პარლამენტის წევრები მსჯელობენ ამ მიმართულებით თავიანთ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე და დიდ სოციალურ ქსელებთან ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობებზე.

საკომიტეტო სხდომაზე მოწვეულები იყვნენ და პარლამენტის წევრების შეკითხვებს პასუხობდნენ Google, Facebook, Twiter, Youtube მმართველი რგოლების წარომადგენლები. 

სხდომაზე ნინო გოგუაძემ ისაუბრა თუ როგორ იცავს „facebook“-ი თავის მომხმარებლებს კიბერშეტევებისას, როგორია მათი პოლიტიკა იმ შემთხვევებში, როცა ერთი ქვეყანა მეორის მიმართ პოლიტიკური მოტივებით ახორციელებს კიბერშეტევას. ასევე, რა პოლიტიკა აქვთ მათ შედარებით პატარა ქვეყნებთან სათანამშრომლოდ.

„დეზინფორმაციის და ყალბი ამბების გავრცელება გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის ასევე, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის. საერთაშორისო საპარლამენტო კომიტეტი სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ანგარიშვალდებულები გახადონ სოციალური ქსელები და დეზინფორმაციის და ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ მათ მეტად ეფექტიანი პოლიტიკა გაატარონ. სხდომაზე შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა facbook-ის ვიცე პრეზიდენტთან, მონიკა ბიკერტთან იმ საკითხებზე თუ როგორ იცავს facebook-ი თავის მომხმარებლებს კიბერშეტევებისას, როგორია მათი პოლიტიკა იმ შემთხვევებში, როცა ერთი ქვეყანა მეორის მიმართ პოლიტიკური მოტივებით ახორციელებს კიბერშეტევას. ასევე, რა პოლიტიკა აქვთ შედარებით პატარა ქვეყნებთან სათანამშრომლოდ. ჩვენთვის ეს ფორმატი შესაძლებლობაა საქართველოში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ვეთანამშრომლოთ სოციალურ ქსელებს და მოვთხოვოთ მათზე რეაგირება“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

საპარლამენტო პლატფორმა 2017 წელს შეიქმნა დიდი ბრიტანეთის ინიციატივით და აერთიანებს ბრიტანეთის, აშშ-ს, ირლანდიის, კანადის, ავსტრალიის, ესტონეთის, ფინეთის, სინგაპურის, ბრაზილიის საკანონმდებლო ორგანოებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს
06 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R