საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

მედია და საზოგადოება 06 ივლისი 2026
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს. 

სესიის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების  კომიტეტზე.

მან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. 

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო მომხსენებელს ანგარიშისთვის და ჩვენ მიერ ვენაში შეთანხმებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის ჩართვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის და ამ კონტექსტში, გვსურს მკაცრად დავგმოთ ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და მოსკოვის კიდევ ერთ სასოწარკვეთილ მცდელობას, განამტკიცოს ოკუპაცია და ხელი შეუწყოს იმ ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიას, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა მან სიტყვით გამოსვლისას. 

ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე ისაუბრა  „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში არსებულ მრავალ ფაქტობრივ უზუსტობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებზე.

„თქვენი ყურადღება ასევე მინდა მივაპყრო ანგარიშის კიდევ ერთ საკითხს, რომელიც „მოსკოვის მექანიზმს“ ეხება. მსურს კომიტეტს ვაცნობო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას და მის დასკვნებს მხარი არ დაუჭირა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და სხვებმა. ყველას არ დავასახელებ, მაგრამ 34-მა წევრმა სახელმწიფომ არ დაუჭირა მხარი და არ დაამტკიცა ეს დასკვნა. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც უნდა აღინიშნოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

მისი თქმით, ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ბრალდებებს.  

„გარდა ამისა, ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ასევე ბრალდებებს. თავად ექსპერტმა აღიარა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო ყველა ბრალდებაზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ამიტომ, როდესაც ანგარიში ეუთო-ს მუდმივ საბჭოში განიხილეს, საქართველოს მთავრობამაც წარმოადგინა თავისი პოზიცია ანგარიშის მიმართ. ამიტომ, ანგარიშს საბოლოო ჭეშმარიტებად ვერ მივიჩნევთ, რადგან, როგორც აღვნიშნე, თავად ექსპერტმა აღიარა, რომ მან ვერ შეძლო ანგარიშისთვის საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ ვეთანხმებით და ამ რეკომენდაციებიდან ზოგიერთი უკვე განხორციელებულია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ანგარიშს აქვს გარკვეული ხარვეზები ფაქტობრივი სიზუსტის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ჰააგაში იმყოფება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს.
​
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზემო აჭარაში სამუშაო შეხვედრა გამართა
06 ივლისი 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზემო აჭარაში სამუშაო შეხვედრა გამართა

მსგავსი

მარიამ ლაშხი დაბა ხულოს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ეწვია
06 ივლისი 2026

მარიამ ლაშხი დაბა ხულოს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ეწვია

მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
06 ივლისი 2026

მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
03 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R