საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო გოგუაძემ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 15 May 2019
ნინო გოგუაძემ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ნინო გოგუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგები შეაჯამა. 

„ეს არის პირველი, უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს პარლამენტში, როდესაც სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობენ რუსული რბილი ძალის საფრთხეებზე საქართველოში და განიხილავენ საკითხებს - თუ როგორ უნდა იქნას შემცირებული რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის კამპანია ქვეყანაში“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი განმარტებით, მოკვლევის ჯგუფი საქართველოს პარლამენტში უკვე სამი თვეა მუშაობს, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც როგორც პარლამენტის, ასევე საქართველოს მთავრობის მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს.

„აუცილებლად გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არის აღმასრულებელ დონეზე სპეციალური მაკოორდინირებელი ორგანოს გაჩენის საკითხი და რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, საკანონმდებლო დონეზე მსჯელობის გახსნას - თუ როგორ გავხადოთ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში მეტად გამჭირვალე, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია - რომელი ორგანიზაციის საქმიანობის უკან რომელი ქვეყნის ინტერესი დგას და რა ინტერესებს ემსახურება ამ ორგანიზაციის საქმიანობა“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ კოლეგებმა „ევროპული საქართველოდან“, რომლებიც ასევე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში არიან, ის საკითხები რომლებიც დახურულ ფორმატში კომისიის მიერ იყო განხილული, პარლამენტს უკვე საკანონდებლო ინიციატივის სახით წარუდგინეს.

„როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობ და როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები არის პრიორიტეტული, პარტიულმა ინტერესმა არ უნდა გადასძალოს პოლიტიკურ პარტიას. ერთადერთი მნიშვნელოვანი, საკითხი, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს ქვეყანაში, პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ პრობლემისა და საფრთხის აღიარება, ერთობლივი მუშაობა და კონსესუსი საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი და ევროპული პარტიები“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

საკითხის მთავარმა მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის პარტნიორებს - ვესტმინსტერის ფონდს, ადგილობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ჯგუფის მუშაობაში.

„მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, დასაბუთებული მოსაზრებები, კვლევები, ანგარიშები, რომელიც წარმოუდგინეს მოკვლევის ჯგუფს იყო ძალიან ღირებული. ეს იყო ის ინფორმაცია, რომელზეც მოკვლევის ჯგუფმა ასეთი მნიშვნელოვანი საქმიანობა გაწია“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი საბოლოო ანგარიშს, სავარაუდოდ, ივნისში დაასრულებს.

საკითხები, რომელიც თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა, საბოლოოდ, რეკომენდაციებში აისახება და როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე პარლამენტს წარედგინება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 Jun 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
31 May 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
28 May 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R