საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტი ინსტიტუციური დაგეგმვისა და ანგარიშგების ერთიან სტანდარტებზე მუშაობს

მედია და საზოგადოება 21 ოქტომბერი 2022
პარლამენტი ინსტიტუციური დაგეგმვისა და ანგარიშგების ერთიან სტანდარტებზე მუშაობს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე პარლამენტისა და კომიტეტების გეგმებისა და ანგარიშების შემუშავების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ღია პარლამენტის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულების შესაბამისად ხორციელდება.

 

დღევანდელ შეხვედრაზე კომიტეტების აპარატების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას უნდა მოიცავდეს აღნიშნული სახელმძღვანელო და გაეცნენ პარლამენტის ინსტიტუციური დაგეგმვისა და ანგარიშგების სისტემის პრინციპებს.

 

შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და წინადადებების საფუძველზე ძირითადი პრინციპები შეჯერდება, რათა პარლამენტის ინსტიტუციური დაგეგმვისა და ანგარიშგების სტანდარტების მიმართ პარლამენტში მთლიანობაში ერთიანი მიდგომა იყოს უზრუნველყოფილი.

 

„UNDP-ის დახმარებით მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტის ინსტიტუციური განვითარების და ანგარიშგების სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოს შემუშავებაზე. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს ერთიანი ანგარიშგების სისტემა პარლამენტში, რომელიც მოსახლეობას, ჩვენს პარტნიორებს და დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას მისცემს სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნათ პარლამენტის კომიტეტების სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული საკითხების შესრულებასთან დაკავშირებით და მოსახლეობის ჩართულობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის წევრმა ხატია წილოსანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R