საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელები უნგრელ კოლეგებს შეხვდნენ

აპარატი 09 Nov 2023
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელები უნგრელ კოლეგებს შეხვდნენ
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელები უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საკანონმდებლო დირექტორატის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
 
სტუმრებს პარლამენტის აპარატის უფროსი ქეთევან კვინიკაძე მიესალმა და საქართველოს პარლამენტში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
 
პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეებმა დავით გელაშვილმა და გიორგი ცხვედიანმა უნგრელ კოლეგებს საქართველოს პარლამენტის სტრუქტურის, სახელმწიფო მოწყობის, პარლამენტის აპარატის სტრუქტურული შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
 
საკანონმდებლო საქმიანობის იურიდიულ-სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობისას, დავით გელაშვილმა კანონპროექტის ინიცირებიდან კანონის მიღებამდე გასავლელ პროცედურებზე ისაუბრა და ყურადღება საკანონმდებლო პროცესში აპარატის როლსა და ჩართულობაზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღებამდე პროექტი სამი მოსმენით განიხილება და მისი სამართლებრივ-რედაქციული შინაარსის მომზადების პროცესში პარლამენტის აპარატის დეპარტამენტებისა და კომიტეტის აპარატების თანამშრომლები აქტიურ მონაწილეობას იღებენ.
 
„საქართველოს პარლამენტის აპარატში სტუმრად მყოფ უნგრელ კოლეგებს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და საკანონმდებლო პროცესში პარლამენტის აპარატის ჩართულობაზე ინფორმაცია გავაცანით. სტუმრები აპარატის სტრუქტურული მოწყობით და მასში დასაქმებული თანამშრომლობის სამუშაო პირობებითა და პროფესიული განვითარების საკითხებით დაინტერესდნენ. დისკუსიის ფორმატში, უნგრელ კოლეგებთან საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებზე ვისაუბრეთ და აღნიშნულ საკითხზე უნგრულ მოდელს გავეცანით. მოგეხსენებათ, უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება და გაცნობა“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 Jun 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 Jun 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R