საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის დელეგაცია ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ბრიტანეთის თავდაცცის უწყებაში, შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

მედია და საზოგადოება 23 Nov 2023
პარლამენტის დელეგაცია ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ბრიტანეთის თავდაცცის უწყებაში, შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრთან, ჯეიმს ჰიპისთან, შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ტრანსფორმაციის ნაბიჯები, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმები და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.


ქართული დელეგაციის მხრიდან ხაზი გაესვა რეგიონში დიდი ბრიტანეთის და ნატო-ს ჩართულობის გაზრდის საჭიროებას, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10 გეგმის იმპლემენტაციაში გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარების აუცილებლობას.


შეხვედრაზე, მასპინძელი მხარის მიერ აღინიშნა, რომ ბრიტანეთი აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებებით საქართველოს მხარდაჭერას და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას.


ქართველმა კანონმდებლებმა ბრიტანელ მაღალჩინოსანს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ხატია წილოსანი და ბრიტანეთში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R