საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები და დამატებები შევიდა

მედია და საზოგადოება 12 ნოემბერი 2025
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები და დამატებები შევიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები და დამატებები შევიდა.

ცვლილებები ძირითადად აკრედიტებული საპარლამენტო ჟურნალისტების რაოდენობასა და ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის წესს შეეხება.

ცვლილებების თანახმად, იზრდება საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისა და საერთო საეთერო ეროვნული ტელემაუწყებლის გადამღები ჯგუფების რაოდენობა და არსებული 10 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტის ნაცვლად, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღება შეეძლება არაუმეტეს 15 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტს.

აღნიშნული ცვლილება ძალაშია ბრძანების კანონით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადების დღიდან.

ცვლილებებით ასევე დაზუსტდა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის წესი და პირობები, რომელიც ძალაში შედის 2026 წლის 1 იანვრიდან.

ამასთანავე, ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესს“ დაემატა ორი დანართი. N1 დანართით გათვალისწინებული ერთიანი ფორმის დაცვით მოხდება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადების შევსება, ხოლო N2 დანართით გათვალისწინებული ერთიანი ფორმის დაცვით მოხდება ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადების შევსება.


„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები და დამატებები აკრედიტაციის შეჩერებისა და ვადამდე გაუქმების საფუძვლებს არ შეეხება.

2026 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადები 2025 წლის 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.

  • ბრძანება „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

მსგავსი

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R