საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „აქციე გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად“ მონაწილეობა მიიღო

თავმჯდომარე 26 Mar 2021
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „აქციე გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად“ მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „აქციე გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად“  მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე, რომლის თემა იყო „მომავალი მწვანე და ინკლუზიურია“, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მწვანე ეკონომიკა, ინოვაციები, მწვანე დაფინანსება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად.

კახაბერ კუჭავამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ დანერგილი პრაქტიკა და ინოვაციური მეთოდები გააცნო.

„ვისაუბრეთ მწვანე ეკონომიკაზე, როგორც ეკონომიკური განვითარების იმ მოდელზე, რომელიც ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს, ეკოლოგიურ პრობლემებს და მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. ხაზი გაესვა მწვანე ცხოვრების სტილის მნიშვნელობას გრძელვადიან პერსპექტივაში. კონფერენციის მონაწილეებს გავაცანი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და  ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ განვლილი პრაქტიკა  და ინოვაციური მეთოდები, როგორიც არის:  თემატური მოკვლევის პრაქტიკა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი. აღნიშნული მეთოდები კომიტეტმა  საქართველოს პარლამენტში პირველმა დანერგა და ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლი განახორციელა. აღნიშნული მექანიზმები ხასიათდება გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით, რომელშიც უშუალოდ ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდანაც“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

კახაბერ კუჭავა რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მიესალმა კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას საქართველოს პარლამენტის მიერ მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის განხორციელების საქმეში და ხაზი გაუსვა მათ როლს აღნიშნული პროცესის სათანადოდ წარმართვაში.

კონფერენციის პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან.

საერთაშორისო  კონფერენციას „ვაქციოთ გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად“ გაეროს გლობალური შეთანხმებისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით საქართველომ პირველად  უმასპინძლა.

ღონისძიება გაიმართა შვედეთის მთავრობის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R