საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარ მრჩეველს სერ ფილიპ ბარტონს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 25 ივლისი 2023
პარლამენტის წევრები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარ მრჩეველს სერ ფილიპ ბარტონს შეხვდნენ

პარლამენტის წევრები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარ მრჩეველს, ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს სერ ფილიპ ბარტონს და NDI-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაში, რომლის მთავარ თემას საპარლამენტო ზედამხედველობა წარმოადგენდა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და „რეფორმების ჯგუფის“ წევრი თეონა აქუბარდია მონაწილეობდნენ.

 

„ბრიტანელ დიპლომატს გავუზიარეთ ინფორმაცია იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის ფორმატში განხორციელდა და გავაცანით ის გეგმები, რაც მეათე მოწვევის პარლამენტში შესაბამის კომიტეტსა და ოპოზიციას აქვს დაგეგმილი საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების თვალსაზრისით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ბითაძემ აღნიშნა, ბრიტანეთის მთავრობა და NDI არის საქართველოს მთავარი პარტნიორი სხვადასხვა კომიტეტისთვის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების თვალსაზრისით.

 

„საინტერესო განხილვა გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა, საპარლამენტო მუშაობის გამჭვირვალობა, გარემოს დაცვა, თავდაცვა და უსაფრთხოება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

„რეფორმების ჯგუფის“ წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს პარლამენტის გაძლიერებაში საკმაოდ აქტიური მხარდამჭერია.

 

„პირადად მე კრიტიკული პოზიცია გამოვთქვი. პრობლემები გვაქვს, როდესაც მინისტრები არ მოდიან კომიტეტზე, ასევე ინტერპელაციასთან დაკავშირებით ხშირად არის დაგვიანება. პრობლემებია ზედამხედველობის კუთხით ოპოზიციის ჩართულობის ნაწილში. ბრიტანეთის დახმარება საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების გზაზე არის უმნიშვნელოვანესი“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R