საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 15 აპრილი 2025
პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზებას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი სამინისტროს - რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას პარლამენტმა 81 ხმით მხარი დაუჭირა.

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით წარადგინა.

 

„აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება სამთავრობო პროგრამის წარმატებით განხორციელებას. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა კი, როგორც რეგიონული განვითარების მიმართულებით, ისე ინფრასტრუქტურის მიმართულებით ითვალისწინებს მნიშვნელოვან და საკმაოდ ამბიციურ ცვლილებებს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

მისი თქმით, ერთი სამინისტრო იმუშავებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ხოლო მეორე - რეგიონული განვითარების მიმართულებით.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ პრინციპით, რომ საშტატო რიცხოვნობის ზრდა არ გამოიწვიოს. კანონით გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში თემატურად მომუშავე თანამშრომლების გადანაწილება ორ ახალ სამინისტროში. რეგიონული განვითარების სამინისტროს ასევე, დაემატება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის და მთის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს საშტატო რიცხოვნობა, იმისათვის, რათა ახალშექმნილმა სამინისტრომ უკვე სრულყოფილად მოიცვას რეგიონული განვითარების თვალსაზრისით ყველა ის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია და მიმართულებები, რომელიც დღესდღეობით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის არის გადანაწილებული“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

 

მისი განმარტებით, კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, საქართველოს მთავრობის ვალდებულება - შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც იმუშავებს განსაზღვრულ ვადაში ამ სამინისტროს უფლებამონაცვლე სამინისტროებს შორის აქტივების და ვალდებულებების გადანაწილებაზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R