საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 26 ივნისი 2025
პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით“ განიხილა და 80 ხმით მიიღო.


საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით ფართოვდება მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის სუბიექტთა წრე. ახალი დეფინიციის მიხედვით, უკანონო კომუნიკაციაში მყოფი სუბიექტი იქნება ნებისმიერი პირი, რომელიც მოსამართლის ან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით ცდილობს მასთან არასათანადო კომუნიკაციას.


გარდა ამისა, იხვეწება მოსამართლეზე რაიმე ფორმით ზემოქმედებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვის პრევენციის მექანიზმი.


​საკანონმდებლო ცვლილებებით: აიკრძალება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ვითარებაში მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს; სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ; შესაძლებელი გახდება ვიწრო სპეციალიზაციის განხორციელება, როგორც პირველ და მე-2 ინსტანციის სასამართლოში, ასევე, უზენაეს სასამართლოშიც; იზრდება რიგ პოზიციებზე მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადები; ზუსტდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ფარგლები; იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება - განსაზღვროს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციები უზენაეს სასამართლოში; განისაზღვრება მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაზე, აგრეთვე, მოსამართლის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სარგებლის მიღებაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაგან თანხმობის გაცემის დეტალური წესი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R