საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 17 მარტი 2026
პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 84 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას.

 

საკითხი პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

 

ცვლილებების თანახმად, მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და იზრდება არსებული სანქციები ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, როგორიც არის: ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა.

 

გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ნორმები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება პასუხისმგებლობა ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, როგორიც არის:

სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება;

გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა.

 

„2025 წლის განმავლობაში საქართველოში 469 ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, დაშავდა - 8191. ავტოსაგზაო შემთხვევები უმეტესად გამოწვეული იყო საპირისპირო ზოლში ავტომობილის გადასვლით, მანევრირების წესის დარღვევით. მილიონ 700 ათასზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ავარიების გამომწვევი მიზეზებიდან სწორედ სიჩქარის გადაჭარბება იყო სიხშირით მე-3 ადგილზე. ეს სტატისტიკა ის მოტივაციაა, რამაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საჭიროება დააყენა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

მისივე თქმით, ცვლილებები 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა
22 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
22 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
22 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
22 ივნისი 2026

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
22 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R