საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება განიხილა, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს

პლენარული სხდომები 04 მარტი 2025
პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება განიხილა, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება და მას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება 307¹ მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს.

აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებები, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

მომხსენებლის, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია, ამიტომ სახელმწიფომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც შექმნის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ყველაზე მყარ და მტკიცე გარანტიებს.

„ნორმა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსს ემატება, სულ ერთი აბზაცისგან შედგება, მაგრამ მისი მნიშვნელობა გაცილებით დიდია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ის პასუხობს, ჩვენი წარსული გმირების სულისკვეთებას, როდესაც ისინი სამშობლოს ერთგულებას საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა აყენებდნენ. ასევე ჩვენი მომავალი თაობების საჭიროებებს, ვინაიდან სახელმწიფოს დაცვა ღალატისგან, ეს არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე განმარტებით, „სისხლის სამართლის კოდექსიდან“ სახელმწიფოს ღალატის მუხლის ამოღება 2007 წელს, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოხდა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტში მოცემული „სამშობლოს ღალატის“ ფორმულირება შესაბამისობაშია იმ ფორმულირებასთან, რაც ჯერ კიდევ 1991 წელს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ კანონმდებლობაში შეიტანა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ
09 ივლისი 2026

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“ გაიმართა
09 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R