საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პლენარული სხდომები 26 ივნისი 2025
პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 83 ხმით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილება და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები მიიღო.


„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილება კერძო პირისა და საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.


კერძოდ, ზუსტდება ცილისწამების განმარტება, რომლის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.


ამასთანავე, 10 დღემდე მცირდება ცილისწამების შესახებ დავისას სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგებისათვის დადგენილი ვადა, ნაცვლად არსებული 1 თვიანი ვადისა.


მოქმედი რეგულაციების თანახმად, სამართლებრივი დავის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს ანუ პირს, რომლის შესახებაც გაკეთდა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.


ცვლილებების მიხედვით, მოსარჩელის ნაცვლად, მოპასუხეს, როგორც ცილისწამების ავტორს, სასამართლოში თავად დაეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ.


ცვლილება არ გავრცელდება იმ საქმეზე, რომელზეც სარჩელი აღძრულია ამ კანონის ამოქმედებამდე და მათი წარმოება უნდა დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი წესით.


„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილების თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს ცილისწამების მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ ცილისწამება განახორციელა.


სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო გასცნობოდა იმ განცხადებას, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს.


​პირს უფლება აქვს სარჩელით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

მსგავსი

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R