საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 25 ივნისი 2026
პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით, მხარი დაუჭირა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს. 

პარლამენტის წევრებს ცვლილებების ძირითადი არსი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გააცნო.

ცვლილებების თანახმად, არსებული აკრძალვის პირობებში წესდება გამონაკლისი და დასაშვები ხდება საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის საკვების წარმოების მიზნით, გადამუშავებისთვის განკუთვნილი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი.

კანონპროექტით დგინდება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების სპეციალური სალიცენზიო რეჟიმი.


ლიცენზია გაიცემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე, რომლებიც რეგისტრირებულია ევროკავშირის გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში. ამასთან, კვლავ დაუშვებელი იქნება ცოცხალი გენმოდიფიცირებული სიმინდის, ხორბლისა და ვაზის იმპორტი.

ცვლილებებით განისაზღვრება ლიცენზიის მიღების პროცედურა, სალიცენზიო პირობები, საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებები, მათ შორის, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში მოხვედრისა და სხვა პროდუქტებთან შერევის პრევენციის, მიკვლევადობის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების კონტროლის წესები.


​გარდა ამისა, ფართოვდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში ასახული ინფორმაციის ფარგლები და ზუსტდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებები იმპორტის კონტროლისა და ზედამხედველობის პროცესში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

მსგავსი

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R