საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პლენარული სხდომები 25 ივნისი 2026
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და 81 ხმით მხარი დაუჭირა.

საკითხი პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა წარადგინა.

კანონპროექტით განისაზღვრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებსა და დამცავ ზონებში განხორციელებულ ცალკეულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული რეგულაციები.

მოქმედი რედაქციით, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის განხორციელების ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა გავიდა და მშენებლობა/რეაბილიტაცია დამთავრებული არ არის ან განხორციელებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო დამრღვევს 90-დღიან ვადას განუსაზღვრავს სათანადო თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან ამ დარღვევის გამოსასწორებლად.

ცვლილებებით ზუსტდება, რომ კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური წესი გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებულ კვლევით და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ I კლასის სამუშაოებსა და უნებართვო მშენებლობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი შენობის ფართობი ან არსებული შენობის ნამატი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება.

ამასთან, დგინდება გამონაკლისი, რომლის მიხედვით, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების ან/და ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების ფარგლებში განხორციელებულ მშენებლობაზე, თუ მას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მსგავსი

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
25 ივნისი 2026

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R