საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

„რეფორმების ჯგუფის“ წევრებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ისაუბრეს

მედია და საზოგადოება 29 მარტი 2023
„რეფორმების ჯგუფის“ წევრებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ისაუბრეს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

 

პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, რეკომენდაციების შესრულება არ არის საკმარისი. მისი თქმით, ევროპელი პარტნიორები უნდა ხედავდნენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იმართება ევროპულად და ევროპული ფასეულობების შესაბამისად.

 

„ვისაუბრეთ პოლიტიკურ განცხადებებზე, რუსული კანონის შესახებ, პარლამენტში თავდასხმებზე. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, მომხრე ვართ და ვითხოვთ პარტნიორებისგან კანდიდატის სტატუსს, რადგან ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანა წავიდეს წინ და დაცული იყოს ასევე, რუსული აგრესიისგან“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თუმცა ამის სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც რუსული დეზინფორმაციისთვის დამახასიათებელი მექანიზმით თავს ესხმის ევროპელ პარტნიორებს, თავს ესხმის პარლამენტში კოლეგებს და ყოველდღე არის ფიზიკური ანგარიშსწორება, არ ასრულებს 12 რეკომენდაციას, ხალხმა აჩვენა, რომ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ დეპუტატები: გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R