საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრს ესტუმრნენ

მედია და საზოგადოება 02 მაისი 2023
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრს ესტუმრნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და კომიტეტის წევრებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს.


სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ დეპუტატებს უკვე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც ცენტრში ბოლო პერიოდში განხორციელდა.

ანზორ ჩუბინიძემ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ისაუბრა და კანონმდებლებს სდსს-ის მიმართ გამოვლენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომიტეტის წევრებმა სასწავლო ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სპორტული დარბაზი და მოედანი, სხვადასხვა დროს სახელმწიფოს პირველი პირებისთვის და მაღალი დონის სტუმრებისთვის განკუთვნილი დაჯავშნული ავტომობილების მუზეუმი დაათვალიერეს და კინოლოგების, პირადი დაცვის და სპეციალური დანიშნულების ჯგუფის საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ.


დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.


„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს შესაძლებლობა გვქონდა დაგვეთვალიერებინა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრი, ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. აღსანიშნავია, რომ სასწავლო ცენტრს ჰყავს ბრწყინვალე პირადი შემადგენლობა. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მისი შესაძლებლობებით ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. მას საშუალება აქვს უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის ფუნქციების სრული სპექტრის განხორციელება. სამსახურს აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს პარტნიორი ქვეყნის შესაბამის უწყებებთან და შეუბღალავი რეპუტაცია აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სამსახურის სასწავლო ცენტრის საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს. ჩვენი პრიორიტეტია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მაქსიმალური ყურადღება მიექცეს და მეტი რესურსი იყოს მიმართული სამსახურის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.


სდსს-ის ცენტრის სასწავლო პროგრამები მოიცავს საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის და სხვა მნიშვნელოვან პირთა პირადი დაცვის თანამშრომელთა გადამზადებას, სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის მებრძოლთა კვალიფიკაციის ამაღლების, საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატთა მომზადების კურსს, სასწავლო-მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ ტრენინგებს სამსახურის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვას ექსტრემალურ სიტუაციებში.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R